გურჯაანის მუნიციპალიტეტში ახალი დაცული ტერიტორიების შექმნის შესაძლებლობების შეფასების მიზნით, სამუშაო ჯგუფი საველე სამუშაოებს ახორციელებს. ამ ეტაპზე სამუშაოები სოფლების — ზიარის, ფხოველის, ჩუმლაყისა და ჭერემის ბიომრავალფეროვნების, ლანდშაფტისა და სხვა ბუნებრივი ფასეულობების შესასწავლად მიმდინარეობს. კვლევითი სამუშაოები დაახლოებით 20 000 ჰექტარზე განხორციელდება.