მიიღებს თუ არა ოპოზიცია ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობას - Palitra News

მიიღებს თუ არა ოპოზიცია ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობას

2025-06-09 09:27:03+04:00

მიიღებს თუ არა ოპოზიცია ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობას - საკითხი კვლავ კითხვის ნიშნის ქვეშ რჩება. “ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობა” და კოალიცია “ცვლილებებისთვის” არჩევნებს სრულ ბოიკოტს უცხადებენ, მიზეზად კი სახელმწიფო ორგანოების, მათ შორის ცესკოს არალეგიტიმურობას და მიკერძოებას ასახელებენ. განსხვავებული მოსაზრება აქვთ პარტია “გახარია-საქართველოსთვის” და “ლელოს.” პარტიებში აცხადებენ, რომ ყველანაირი არჩევნებისთვის ემზადებიან. მათი თქმით,“ქართული ოცნების” ხელისუფლებიდან ჩამოშორებისთვის ეს ერთ-ერთი მშვიდობიანი გზაა.