„ლელო - ძლიერი საქართველოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე ოპოზიციურ ძალებთან დიალოგისთვის მზაობას გამოთქვამს.
ხაზარაძე „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ელენე ხოშტარიას წინადადებას პირდაპირ ეთერში დისკუსიის თაობაზე ეხმაურება და აცხადებს, რომ საუბარი უნდა შედგეს საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის პლატფორმაზე - ოთხივე ბარიერგადალახული კოალიციის მონაწილეობით.
„მზად ვარ შეხვედრისთვის და დიალოგისთვის, როგორც ყოველთვის. ეს საუბარი უნდა შედგეს პრეზიდენტის პლატფორმაზე, ოთხივე ბარიერგადალახული კოალიციის მონაწილეობით”, - წერს ხაზარაძე.