"ქართული ოცნება" შსს-ში იმ მოქალაქეებს უჩივის, რომლებიც სოციალურ ქსელში პარტიას აკრიტიკებენ და შეურაცხმყოფელი სიტყვებით მოიხსენიებენ - Palitra News

"ქართული ოცნება" შსს-ში იმ მოქალაქეებს უჩივის, რომლებიც სოციალურ ქსელში პარტიას აკრიტიკებენ და შეურაცხმყოფელი სიტყვებით მოიხსენიებენ

2025-06-07 12:51:32+04:00

"ქართული ოცნება" შსს-ში იმ მოქალაქეებს უჩივის, რომლებიც სოციალურ ქსელში პარტიას აკრიტიკებენ და შეურაცხმყოფელი სიტყვებით მოიხსენიებენ. ოპოზიცია ხელისუფლების მხრიდან რეპრესიების გაძლიერებაზე კიდევ ერთხელ მიუთითებს. როგორც ისინი ამბობენ, „ქართული ოცნების“ მთავარი მიზანი საზოგადოების დაშინება და ქვეყანაში საპროტესტო მუხტის ჩახშობაა. ხელისუფლების ოპონენტები საზოგადიებას მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლების დიქტატორული გადაწყვეტილების წინააღმდეგ ხმა აიმაღლონ და დაწესებულ ცენზურას არ ჩეეგუონ. „ქართული ოცნების“ ამ გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაცია დეპუტატმა ირაკლი კირცხალიამ გაავრცელა, თუმცა არ დააკონკრეტა რამდენი პირის წინააღმდეგაა შეტანილი სარჩელი.