ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, როგორც შესაძლებლობა თუ ოპოზიციური ერთიანობის საწინააღმდეგო ნაბიჯი?! - ამ თემაზე ოპოზიციაში აზრი ორად იყოფა. ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის რეზოლუციაში გამოთქმული მოწოდების მიუხედავად, „ნაციონალური მოძრაობისა“ და „კოალიცია ცვლილებისთვის“ ბრძოლის მთავარ ხაზს ბოიკოტი წარმოადგენს. გიორგი გახარიას პარტიაში კი ამბობენ, რომ ყველანაირი არჩევნებისთვის ემზადებიან. ამავე დროს, კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ წევრებს საბოლოო გადაწყვეტილება ამ დრომდე არ მიუღიათ. მმართველ პარტიში კი თვითმმართველობის არჩევნებისთვის მზადება უკვე დაწყებულია. როგორია ოპოზიციის გეგმა მუნიციპალურ ორგანოთა არჩევნებზე და რა პასუხი აქვთ მმართველ გუნდში?!