„ქართული ოცნება“ საჯარო სივრცეში დეპუტატების მიმართ შეურაცხმყოფელი განცხადებებისთვის სამართლებრივ დავას იწყებს და შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი საჩივრით მიმართავს. მმართველ პარტიაში ამბობენ, რომ სოციალურ ქსელში „უკიდურეს შეურაცხყოფაზე დამყარებული, სახელმწიფო ინსტიტუტების დისკრედიტაციისკენ მიმართული ზიზღის ენის პროპაგანდირება უცხოეთიდან დაფინანსებული და მიზანმიმართული კამპანიის“ ნაწილია. როგორ განმარტავენ ამ ინიციატივას მმართველ პარტიაში და რა არგუმენტები აქვთ ხელისუფლების წარმომადგენლებს?