აბსურდული, უინტერესო და უსაფუძვლო - ასე აფასებენ "ქართული ოცნების" ლიდერები ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის მიერ მიღებულ ანგარიშის პროექტს, რომელიც საქართველოს ეხება - Palitra News

აბსურდული, უინტერესო და უსაფუძვლო - ასე აფასებენ "ქართული ოცნების" ლიდერები ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის მიერ მიღებულ ანგარიშის პროექტს, რომელიც საქართველოს ეხება

2025-06-06 09:29:12+04:00

აბსურდული, უინტერესო და უსაფუძვლო- ასე აფასებენ ქართული ოცნების ლიდერები ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის მიერ მიღებულ ანგარიშის პროექტს, რომელიც საქართველოს ეხება. უმრავლესობის წევრები ირწმუნებიან, რომ საქართველოს ევროპულ მიდგომებს დასავლეთი ხშირად საბჭოური მეთოდებით პასუხობს. თუმცა განსხვავეებული პოზიცია აქვთ ოპოზიციაში. ისინი სრულად იზიარებენ დოკუმენტის შინაარს, რომელიც საქართველოში დემოკრატიულ უკუასვლას, ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესებასა და პარლამენტის არალეგიტიმურად ცნობას ეხება.