1 საათზე ნაკლები რჩება საქართველოსა და ფარერების კუნძულების საფეხბურთო შეხვედრამდე. აღნიშნული მატჩი ბორის პაიჭაძის სახელობის დინამო არენაზე ზუსტად 20 საათზე დაიწყება. უკვე ცნობილია საქართველოს ნაკრების ძირითადი შემადგენლობაც, რომელშიც რამდენიმე ფეხბურთელი დაბრუნდა.