"მშვიდობის როლი მდგრად სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაში" - დედაქალაქი თბილისის მდგრადი განვითარების რეგიონულ ფორუმს მასპინძლობს. ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ გახსნა. ფორუმის ფარგლებში სხვადასხვა თემა განიხილება, მათ შორის, ტურიზმისა და სტუმართ-მასპინძლობის ინდუსტრიის მდგრადი განვითარება და სატრანსპორტო რეფორმა. ფორუმი ორი დღის განმავლობაში გაგრძელდება და მასში მონაწილეობას, მთავრობის წევრებთან ერთად, სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები იღებენ.