აშშ-ისა და რუსეთის ლიდერებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა - ზარი 1 საათზე მეტხანს გაგრძელდა და მხარეებმა რუსეთ-უკრაინის ომთან ერთად ირანის საკითხიც განიხილეს. აშშ-ის ლიდერის განცხადებით, ირანს ბირთვული იარაღის ფლობის უფლება არ უნდა ჰქონდეს და იმედოვნებს, რომ ამ საკითხზე რუსეთის პრეზიდენტიც თანხმდება. დონალდ ტრამპმა აგრესორი ქვეყნის პრეზიდენტთან საუბარი დადებითად შეაფასა, თუმცა განმარტა, რომ საუბრის შინაარსიდან გამომდინარე, რუსეთ-უკრაინის ომის დასრულება ჯერ კიდევ შორსაა. აშშ-ის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინის სიტყვები გაიმეორა, სადაც აგრესორი ქვეყნის ლიდერი ცალსახად აცხადებს, რომ რუსეთს აეროდრომებზე ბოლო შეტევის საპასუხოდ, უკრაინაზე თავდასხმა მოუწევს.