გარემოს დაცვის დღესთან დაკავშირებით, დაცული ტერიტორიების სააგენტოს ორგანიზებით, პროექტის „ვიცავ ჩემი ქვეყნის ბუნებას“ დასკვნითი ღონისძიება გაიმართა.
ღონისძიების ფარგლებში, კონკურსის „დაცული ტერიტორიები – მათი მნიშვნელობა და სარგებელი“ გამარჯვებული, დაცული ტერიტორიების მიმდებარედ მცხოვრები სკოლის მოსწავლეები დაჯილდოვდნენ. მიმდინარე წელს, აღნიშნულ კონკურსში მონაწილეობა 500-მდე მოსწავლემ მიიღო, რომლებმაც ესეები, ნახატები, ფოტოები და პოსტერები წარმოადგინეს. თემატური ნამუშევრები დაცული ტერიტორიების მნიშვნელობასთან და სარგებელთან დაკავშირებით მათ დამოკიდებულებასა და შეხედულებებს ასახავდა.