საქართველოში თითქმის 200 ათასი არასრულწლოვანი საარსებო შემწეობას იღებს - Palitra News

საქართველოში თითქმის 200 ათასი არასრულწლოვანი საარსებო შემწეობას იღებს

2025-06-03 13:44:36+04:00

საქართველოში თითქმის 200 ათასი არასრულწლოვანი საარსებო შემწეობას იღებს. სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემების მიხედვით, მათგან 49 178-ი 6 წლამდე, ხოლო 140 778 კი 6-დან 18 წლამდე ასაკისაა.აღსანიშნავია ისიც, რომ საარსებო შემწეობის მიმღები არასრულწლოვნების უმეტესობა რეგისტრირებულია თბილისში. ინფორმაციისთვის გეტყვით, რომ აპრილში, საქართველოში საარსებო შემწეობას სულ 237 797 ადამიანი იღებდა.