თბილისში ახალი ბინების გაყიდვები იზრდება, მეორად ბაზარზე კი მოთხოვნა შემცირებულია - Palitra News

თბილისში ახალი ბინების გაყიდვები იზრდება, მეორად ბაზარზე კი მოთხოვნა შემცირებულია

2025-06-03 13:40:45+04:00

თბილისში ახალი ბინების გაყიდვები იზრდება, მეორად ბაზარზე კი მოთხოვნა შემცირებულია. ზოგადად, დედაქალაქში საცხოვრებელი უძრავი ქონების გაყიდვები გაზრდილია. კერძოდ, „გალთ ენდ თაგარტის“ პუბლიკაციის თანახმად, მიმდინარე წლის აპრილში თბილისში 3 252 ბინა გაიყიდა, გასული წლის იმავე პერიოდში კი გაყიდული ბინების რაოდენობამ 3 222 შეადგინა. კვლევის მიხედვით, საცხოვრებელი ბინების გაყიდვები გაიზარდა პირველად ბაზრებზე, ხოლო მეორად ბაზარზე შემცირდა. არადა გასული წლის აპრილში პირიქით იყო, თბილისში პირველად ბაზარზე უფრო ნაკლები ბინის რეალიზაცია მოხდა, ვიდრე მეორადზე. აღსანიშნავია ისიც, რომ გაყიდვებთან ერთად, გაზრდილია ფასიც. კერძოდ, 1 კვ.მ-ის საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი 1 332 დოლარი იყო, ხოლო 2024 წლის აპრილში 1 278 დოლარი. უბნების მიხედვით, საცხოვრებელი ბინების ფასი აპრილში ყველაზე მაღალი მთაწმინდაზე იყო, ხოლო ყველაზე დაბალი - ვაშლიჯვარში. უფრო კონკრეტულად, მთაწმინდაზე ერთი კვადრატული მეტრის ფასი თუ საშუალოდ 2900 დოლარს აღწევდა, ვაშლიჯვარში 103 დოლარი დაფიქსირდა.