პარლამენტში ინიცირებული ცვლილებებით, “მაუწყებლობის შესახებ“ კანონი მაუწყებლების დაფინანსებასთან დაკავშირებით გარკვეულ აკრძალვებს ადგენს - რას აცხადებენ არასამთავრობო ორგანიზაციები - Palitra News

პარლამენტში ინიცირებული ცვლილებებით, “მაუწყებლობის შესახებ“ კანონი მაუწყებლების დაფინანსებასთან დაკავშირებით გარკვეულ აკრძალვებს ადგენს - რას აცხადებენ არასამთავრობო ორგანიზაციები

2025-06-03 12:30:53+04:00

პარლამენტში ინიცირებული ცვლილებებით, “მაუწყებლობის შესახებ“ კანონი მაუწყებლების დაფინანსებასთან დაკავშირებით გარკვეულ აკრძალვებს ადგენს. კერძოდ, აკრძალულია მაუწყებლის დაფინანსება ადმინისტრაციული ორგანოს, პოლიტიკური პარტიის, თანამდებობის პირისა და საჯარო მოსამსახურის მიერ. ასევე, აკრძალულია მაუწყებლის მიერ უცხოური ძალისგან პირდაპირი ან არაპირდაპირი დაფინანსების - ფულადი თანხის ან ქონებრივი ღირებულების სხვა სახის მატერიალური სიკეთის მიღება. აღნიშნულ კანონს კი, კომუნიკაციების ეროვნული კომისია აღასრულებს. საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი “ქართული ოცნების“ დეპუტატებმა მოამზადეს და ის პარლამენტში უკვე ინიცირებულია.