რუსთაველის გამზირზე უწყვეტი საპროტესტო აქციები გრძელდება - Palitra News

რუსთაველის გამზირზე უწყვეტი საპროტესტო აქციები გრძელდება

2025-06-03 09:48:17+04:00

რუსთაველის გამზირზე უწყვეტი საპროტესტო აქციები გრძელდება. პროტესტის 187-ე დღესაც, მთავარ საკანონმდებლო ორგანოსთან შეკრებილმა მოქალაქეებმა საავტომობილო გზა გადაკეტეს. დემონსტრანტების მოთხოვნები კი უცვლელია - დაინიშნოს ხელახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ საპროტესტო აქციებზე დაკავებული მოქალაქეები. ამავდროულად, საპროტესტო აქცია მიმდინარეობდა საზოგადოებრივი მაუწყებლის ძველ შენობასთან, საიდანაც მოქალაქეებმა საპროტესტო მსვლელობით რუსთაველის გამზირისკენ გადაინაცვლეს.