კოალიცია “ძლიერი საქართველო” ქვეყნის სოციალურ მდგომარეობაზე საუბრობს, მათ შორის, დემოგრაფიულ პრობლემებზე. როგორც ბრიფინგზე აღნიშნეს, 2014 წლის შემდეგ გარდაცვალებულთა რიცხვმა დაბადებულთა რიცხვს მკაფიოდ გადააჭარბა. ისინი მთავარ მიზეზად მხარდამჭერი პროგრამების არარსებობას ასახელებენ და ამაზე პასუხისმგებლობას “ქართულ ოცნებას” აკისრებენ. „ძლიერ საქართველოში“ აღნიშნავენ, რომ ხელისუფლება დემოგრაფიულ პრობლემებთან ბრძოლის ნაცვლად საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნებისთვის მუშაობს.