თურქეთის ქალაქ სტამბოლში დღეს რუსეთისა და უკრაინის დელეგაციებს შორის პირდაპირი მოლაპარაკებების მეორე რაუნდია დაგეგმილი. როგორც რუსული მედია იუწყება მოსკოვმა უკვე მიიღო უკრაინის მხრიდან მემორანდუმის პროექტი კონფლიქტის დარეგულირების შესახებ. მოლაპარაკებამდე ერთი დღით ადრე უკრაინამ რუსეთის ოთხ აეროდრომზე თავდასხმები განახორციელა. ვოლოდიმირ ზელენსკის ინფორმაციით, ოპერაცია, რომელმაც რუსეთის აეროდრომებზე სტრატეგიული ავიაციის 40-ზე მეტი თვითმფრინავი გაანადგურა, წელიწად ნახრვრის განმავლობაში მზადდებოდა. როგორ ვითარდებოდა პროცესები და რას ამბობენ ლიდერები.