სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლების ნაწილი დღეს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან 24 საათიანი გაფიცვისთვის ემზადებიან - რას აცხადებენ აქციის მონაწილეები - Palitra News

სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლების ნაწილი დღეს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან 24 საათიანი გაფიცვისთვის ემზადებიან - რას აცხადებენ აქციის მონაწილეები

2025-06-02 12:32:49+04:00

სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლების ნაწილი დღეს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან 24 საათიანი გაფიცვისთვის ემზადებიან. მოქალაქეები ამ ფორმით, სოლიდარობას გამოუცხადებენ სამოქალაქო აქტივისტებს - თათია აფრიამაშვილსა და ლიკა ლორთქიფანიძეს, რომელთაც “ქართული ოცნების“ დეპუტატის, მარიამ ლაშხის შეურაცხყოფის საქმეზე 12-დღიანი პატიმრობა შეეფარდათ. სოლიდარობის ნიშნად პარლამენტთან მეორე ღამე გაათენეს აქციების დროს დაკავებული პირების ოჯახის წევრებმა.