“ქართული ოცნება” მზაობას გამოთქვამს საქართველოს აშშთან ურთიერთობა სუფრთა ფურცლიდან დაიწყოს - Palitra News

“ქართული ოცნება” მზაობას გამოთქვამს საქართველოს აშშთან ურთიერთობა სუფრთა ფურცლიდან დაიწყოს

2025-06-02 09:29:00+04:00

“ქართული ოცნება” მზაობას გამოთქვამს საქართველოს აშშთან ურთიერთობა სუფრთა ფურცლიდან დაიწყოს. მთავრობის მეთაური ადასტურებს, რომ აღნიშნული პოზიცია მათ შორის ამერიკელ სენატორთან სტივ დეინსთან საქართველოში მისი ვიზიტის დროს გამართულ შეხვედრაზეც გამოხატეს. ამერიკულ მხარესთან პოზიტიური ურთიერთობის აღდგენის კუთხით ქართული ოცნებაში დონალდ ტრამპის მიხეილ ყაველშვილისთვის გაგზავნილ წერილსაც ახსენებენ. მიუხედავად ამისა, ქართულ ოპოზიციას არ სჯერა, რომ ქართული ოცნების პირობებში ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა გადაიტვირთება. ოპონენტებს მხოლოდ სანქციების პოლიტიკის გამკაცრების მოლოდინი აქვთ.