ღაზის სექტორში ჰუმანიტარული კატასტროფა ყოველდღიურად მძიმდება. - გაეროს ბოლო შეფასებით, რეგიონში მოსახლეობა შიმშილის ზღვარზეა, ხოლო საერთაშორისო დახმარება შეზღუდვებისა და დაბომბვების ფონზე დანიშნულების ადგილამდე ვერ აღწევს. გასული ღამის განმავლობაში ისრაელის საჰაერო იერიშების შედეგად, სულ მცირე, 60 ადამიანი დაიღუპა. ისრაელის ჯარებმა ცეცხლი რაფაჰში შეკრებილ დევნილებს გაუხსნეს, რომლებიც დახმარების მიღებას ცდილობდნენ. დაღუპულია ორი პალესტინელი, რამდენიმე ადამიანი კი მძიმედ დაშავდა. პარალელურად, ჰამასი შეერთებული შტატების შუამავლობით შემუშავებულ ცეცხლის შეწყვეტის წინადადებას განიხილავს, თუმცა მათი განცხადებით, ამ ეტაპზე არსებული გეგმა მათ მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს.