1. „ერთი დღე ჯარში“ პროექტის ფარგლებში მე-4 ქვეით ბრიგადაში მოსწავლეებს უმასპინძლეს . ვაზიანში, მეოთხე ქვეით ბრიგადაში თბილისის კლასიკური გიმნაზიისა და 45-ე საჯარო სკოლის მე-9, მე-10 და მე-11 კლასების 300-ზე მეტი მოსწავლე იმყოფებოდა. სტუმრებმა ქვედანაყოფის ინფრასტრუქტურა, გამოფენილი საბრძოლო ტექნიკა და შეიარაღება, სიმულაციების ცენტრი, და სპორტული დარბაზი დაათვალიერეს.