მზადება დიდი ფინალისთვის - დღეს ჩემპიონთა ლიგის საფინალო მატჩში ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ იტალიურ „ინტერს“ დაუპირისპირდება - Palitra News

მზადება დიდი ფინალისთვის - დღეს ჩემპიონთა ლიგის საფინალო მატჩში ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ იტალიურ „ინტერს“ დაუპირისპირდება

2025-05-31 13:16:25+04:00

მზადება დიდი ფინალისთვის - დღეს ჩემპიონთა ლიგის საფინალო მატჩში ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ იტალიურ „ინტერს“ დაუპირისპირდება. ხვიჩა კვარაცხელიამ გუნდთან ერთად მიუნხენში კიდევ ერთხელ ივარჯიშა. ჩემპიონთა ლიგის ფინალი მიუნხენში, თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება. მატჩის წინა პრესკონფერენციაზე გუნდების ფეხბურთელებმა და მწვრთნელებმა ჟურნალისტების კითხვებს უპასუხეს. ფეხბურთის ვარსკვლავებს ესაუბრა ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ ჟურნალისტი, ცოტნე შაორშაძეც. პრესკონფერენციაზე გუნდებმა აღნიშნეს რომ გამარჯვებისთვის და საუკეთესო სანახაობისთვის მზად არიან. „პარი სენ-ჟერმენმა“ ჩემპიონთა ლიგის ნახევარ ფინალის საპასუხო მატჩში ლონდონის „არსენალი“ ანგარიშით 2:1 დაამარცხა და ტურნირის ფინალში გავიდა. „ინტერმა“ კი ფინალის საგზური „ბარსელონას“ დამარცხებით მოიპოვა - ნახევარფინალში მათი შეხვედრა 4:3 დასრულდა.