ქართული პოლიციის დღის აღნიშვნის პარალელურად, ოპოზიცია გასული წლების განმავლობაში სამართალდამცავების მხრიდან განხორციელებულ ქმედებებს აფასებს - Palitra News

ქართული პოლიციის დღის აღნიშვნის პარალელურად, ოპოზიცია გასული წლების განმავლობაში სამართალდამცავების მხრიდან განხორციელებულ ქმედებებს აფასებს

2025-05-31 13:14:41+04:00

ქართული პოლიციის დღის აღნიშვნის პარალელურად, ოპოზიცია გასული წლების განმავლობაში სამართალდამცავების მხრიდან განხორციელებულ ქმედებებს აფასებს. ძალის თუ უფლებამოსილების გადამეტების გახშირებული ფაქტები - ოპოზიცია ქართული პოლიციის ყველაზე დიდ პრობლემად სწორედ ამ საკითხებს ასახელებს. ხელისუფლების ოპონენტები იმედოვნებენ, რომ სამართალდამცველები არა კონკრეტული პირების, არამედ საკუთარი ქვეყნისა და მოქალაქეების ინტერესების გათვალისწინებით იმოქმედებენ და ყველაფერს გააკეთებენ იმისათვის, რომ ქვეყანამ ქართული პოლიციით იამაყოს.