გიორგი ბაჩიაშვილთან რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში მისი ადვოკატები იმყოფებიან - რა ხდება ადგილზე - Palitra News

გიორგი ბაჩიაშვილთან რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში მისი ადვოკატები იმყოფებიან - რა ხდება ადგილზე

2025-05-30 15:15:48+04:00

თანაინვესტირების ფონდის ყოფილ ხელმძღვანელს, გორგი ბაჩაშვილს რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში ადვოკატები ხვდებიან. უფლებადამცველების განცხადებით, ბაჩიაშვილთან შეხვედრა სამუშაო ხასიათის იქნება, კერძოდ, საქმის მასალებსა და პოზიციებს შეაჯერებენ. მსჯავრდებულმა გუშინ, სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომ ის 24 მაისს, ბიძინა ივანიშვილის დაკვეთით გაიტაცეს, 2 დღე თვალებახვეული ატარეს და კანონის დარღვევით, აირზენას თვითმფრინავით საქართველოში ჩამოიყვანეს. ბაჩიაშვილის ადვოკატები აღნიშნული ფაქტის გამოძიების მოთხოვნით შესაბამის უწყებებს მიმართავენ.