თბილისის საქალაქო სასამართლოში ,,კოალიცია ცვლილებებისთვის’’ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. სასამართლოს ეზოსა და მიმდებარე ტერიტორიაზე საპოლიციო ძალების მობილიზებაა. ადგილზე შეკრებილები არიან ნიკა მელიას მხარდამჭერები. სხდომას ესწრება ბრალდებული ნიკა მელიაც. საუბარია სასამართლო პროცესზე, რომელიც საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობას ეხება, რისთვისაც ნიკა მელიას 50 000-ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული. გირაოს გადახდაზე მელიამ უარი განაცხადა.