ოკუპანტებმა გვიან ღამით უკრაინაზე იერიში მიიტანეს, რა დროსაც ორი ბალისტიკური რაკეტა და 90-მდე „შაჰედის“ ტიპის უპილოტო საფრენი აპარატი გამოიყენეს - Palitra News

ოკუპანტებმა გვიან ღამით უკრაინაზე იერიში მიიტანეს, რა დროსაც ორი ბალისტიკური რაკეტა და 90-მდე „შაჰედის“ ტიპის უპილოტო საფრენი აპარატი გამოიყენეს

2025-05-30 12:29:56+04:00

რუსული ძალების თავდასხმები უკრაინაზე გრძელდება. ოკუპანტებმა გვიან ღამით უკრაინაზე იერიში მიიტანეს, რა დროსაც ორი ბალისტიკური რაკეტა და 90-მდე „შაჰედის“ ტიპის უპილოტო საფრენი აპარატი გამოიყენეს. უკრაინულმა მხარემ 56 დრონის ჩამოგდება შეძლო. თავდასხმის შედეგად ხარკოვის ოლქში, სულ მცირე, რვა ადამიანი დაშავდა, მათ შორის ორი მოზარდია., უპილოტო საფრენი აპარატებით ოდესის ოლქზე თავდასხმის გამო ხანძარი გაჩნდა ფოსტაში, რომელიც 300 კვადრატული მეტრის ფართობზე გავრცელდა. დაზიანდა ახლოს მდგარი სატვირთო მანქანები. მომხდარს მსხვერპლი არ მოჰყოლია.