ლარის მიმოქცევაში შესვლიდან 30 წელი შესრულდა. სპეციალურ ღონისძიებაზე საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა საბანკო სექტორში არსებული ვითარება განიხილეს. საქართველოს პრემიერ-მინისტრის თქმით, საქართველოს მთავრობა და ეროვნული ბანკი ორიენტირებულია კონკურენციისა და ფინანსებზე ხელმისაწვდომობის ზრდის ხელშეწყობაზე. როგორც აღინიშნა, გაზრდილია ბიზნეს სესხების რაოდენობა, რაც მეტ ინვესტიციას, ადგილობრივი ბიზნესის ზრდას და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას ნიშნავს.