შალვა პაპუაშვილი პოლონეთისა და საფრანგეთის საელჩოების განცხადებებზე - ძალიან შემაშფოთებელია, თუ ქართულ პოლიტიკაზე წარუმატებელი თავდასხმების შემდეგ, ახლა, ქართულ ეკონომიკაზე თავდასხმები უნდა ვიხილოთ - Palitra News

შალვა პაპუაშვილი პოლონეთისა და საფრანგეთის საელჩოების განცხადებებზე - ძალიან შემაშფოთებელია, თუ ქართულ პოლიტიკაზე წარუმატებელი თავდასხმების შემდეგ, ახლა, ქართულ ეკონომიკაზე თავდასხმები უნდა ვიხილოთ

2025-05-30 12:25:42+04:00

„ძალიან შემაშფოთებელია, თუ ქართულ პოლიტიკაზე წარუმატებელი თავდასხმების შემდეგ, ახლა, ქართულ ეკონომიკაზე თავდასხმები უნდა ვიხილოთ“ - ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი პოლონეთისა და საფრანგეთის საელჩოების განცხადებებს, რომელშიც საელჩოები თავიანთ მოქალაქეებს აფრთხილებენ მოგზაურობამდე ინფორმაცია მოიპოვონ ფაქტორებზე, რომელმაც შესაძლოა საქართველოში არშესვლის რისკის წინაშე დააყენოს, მათ შორის პროტესტებში მონაწილეობა და სოციალურ მედიაში აქტიურობა. პაპუაშვილის განცხადებით, პოლონეთი და საფრანგეთი, ისევე როგორც ევროკავშირი, უფრო მეტ ქართველს ეუბნება უარს საზღვრის კვეთაზე, ვიდრე პირიქით.