აშშ-ის პრეზიდენტისა და სახელმწიფო მდივანის მთავარი პრიორიტეტების გასაჟღერებლად საქართველოში აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი, სენატორი სტივ დეინსი ჩამოვიდა. ამერიკელი სენატორი ტრამპისა და მარკო რუბიოს გზავნილებს მთავრობისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს გააცნობს. პირველი შეხვედრა სტივ დეინსთან წინაღდეგომის პლატფორმის სახელით სალომე ზურაბიშვილმა გამართა. ამერიკელი სენატორის საქართველოში ჩამოსვლას წინ უძღვოდა ბიძინა ივანიშვილის უარი ელჩ რობინ დანიგანთან შეხვედრაზე, სადაც მას ტრამპის ადმინისტრაციის გზავნილი უნდა მოესმინა.