ქართულმა მობილურმა ოპერატორმა, სელფი მობაილმა, თბილისში, სითი თაუერში, კორპორატიული მომსახურების ახალი ოფისი გახსნა. სელფი მობაილის კორპორატიული მომსახურება მცირე და საშუალო ბიზნესისთვის აუცილებელ სერვისებს მოიცავს. ტელეკომმომსახურებასთან ერთად, სელფი მობაილ კორპორატიულ კლიენტებს ინოვაციურ ბიზნეს გადაწყვეტებს და ბიზნესის წარმოებითვის აუცილებელ სხვადასხვა მომსახურებაზე სპეციალურ პირობებს სთავაზობს.