სილქნეტმა და Orange-მა სტრატეგიული თანამშრომლობის ხელშეკრულება გააფორმეს - Palitra News

სილქნეტმა და Orange-მა სტრატეგიული თანამშრომლობის ხელშეკრულება გააფორმეს

2025-05-30 10:14:46+04:00

სილქნეტის და Orange-ის გლობალური მნიშვნელობის თანამშრომლობა ახალ ეტაპზე გადადის სილქ ქლაუდმა, საქართველოს წამყვანი სატელეკომუნიკაციო ოპერატორის, სილქნეტის (Orange Alliance-ის წევრი) შვილობილმა კომპანიამ და Integrated Solutions -მა (ევროპული სატელეკომუნიკაციო ლიდერის, Orange Polska-ს შვილობილი კომპანია), 29 მაისს სტრატეგიული თანამშრომლობის ხელშეკრულება გააფორმეს. პარტნიორობის ეს ახალი ეტაპი საქართველოს ციფრული განვითარებისთვის მნიშვნელოვანი მოვლენაა, რომელიც წაახალისებს ქვეყანაში ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვას და გამოყენებას, შექმნის ახალ შესაძლებლობებს ბიზნესისთვის და გააუმჯობესებს მომხმარებლებისთვის შეთავაზებულ მომსახურებას.