იქნება თუ არა ერთიანი ქართული ოპოზიცია თვითმართველობის არჩევნების ბოიკოტის საკითხში - ხელისუფლების ოპონენტები ფიქრობენ რომ ნიკა მელიასა და სხვა ოპოზიციონერი ლიდერების დაკავების შემდეგ ყოველგვარ არჩევნებში მონაწილეობას აზრი ეკარგება. ნაციონალური მოძრაობისა და კოალიცია ცვლილებისთვის წევრებს მიაჩნიათ, რომ სანამ მათი კოლეგები უკანონო პატიმრობაში რჩებიან, ობიექტური და სამართლიანი საარჩევნო გარემოს ჩამოყალიბების არავითარი შანსი არ არსებობს. შედარებით განსხვავებული პოზიცია აქვთ გახარიას გუნდსა და კოალიცია ძლიერ საქართველოს. მათი თქმით, არჩევნებში მონაწილეობის გადაწყვეტილება ამ ეტაპზე მიღებული არ აქვთ, თუმცა ფიქრობენ რომ ამ საკითხზე მსჯელობა შესაძლოა მართებული და დროული იყოს. საკითხს გამოეხმაურა საქართველოს მთავრობის მეთაურიც. ირაკლი კობახიძის განცხადებით, თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიციის მონაწილეობა მთლიანად გარე ძალების ინსტრუქციებზე იქნება დამოკიდებული.