როგორ ეხმაურებიან ოპოზიციონერი ლიდერები ნიკა მელიას დაკავებას - Palitra News

როგორ ეხმაურებიან ოპოზიციონერი ლიდერები ნიკა მელიას დაკავებას

2025-05-30 09:20:49+04:00

ერთადერთი გამოსავალი სანქციებშია - ასე ეხმაურებიან დასავლელი პოლიტიკოსები ოპოზიციონერი ლიდერის, ნიკა მელიას დაკავებას. ამერიკის კონგრესისა და ევროპარლამენტის წევრები ფიქრობენ რომ ქართულმა ოცნებამ ყველა წითელი ხაზი გადაკვეთა, ამას კი მათი შეფასებით, დასავლეთის მკაფიო რეაქცია უნდა მოჰყვეს. ქართული ოპოზიციის ლიდერები ფიქრობენ რომ მმართველი გუნდის ანტიდემოკრატიული ნაბიჯების გამო დასავლური სანქციების გამკაცრება ქართული ოცნებისა და მისი საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სულ უფრო რეალური ხდება.