დაიწყება თუ არა გამოძიება გიორგი ბაჩიაშვილის მიერ საჯაროდ გაკეთებული სკანდალური განცხადების შემდეგ - Palitra News

დაიწყება თუ არა გამოძიება გიორგი ბაჩიაშვილის მიერ საჯაროდ გაკეთებული სკანდალური განცხადების შემდეგ

2025-05-30 09:18:12+04:00

დაიწყება თუ არა გამოძიება გიორგი ბაჩიაშვილის მიერ საჯაროდ გაკეთებული სკანდალური განცხადების შემდეგ - უკვე მეორე დღეა ამ საკითხის გარშემო საგამოძიებო უწყებები დუმილის ინარჩუნებენ. არაერთ საქმეზე ბრალდებული ბაჩიაშვილი ამტკიცებს, რომ ის სხვა სახელმწიფოდან ძალის გამოყენებით გაიტაცეს და საქართველოში სპეციალური ავია რეისით ჩამოიყვანეს. ოპოზიციაში მიაჩნიათ რომ ბაჩიაშვილის დაკავება და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებული განცხადება ცხადყოფს ბიძინა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური ანგარიშსწორების მცდელობას. ბრალდებებს არ იზიარებს მმართველი გუნდი. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ბაჩიაშვილის დაკავების შესახებ არსებულ ყველა კითხვას პასუხს ობიექტურად ჩატარებული გამოძიება გასცემს.