პოლიციის მთავარ სამმართველოსთან გვიან ღამემდე იმყოფებოდნენ მელიას თანაგუნდელები და სხვა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები. კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერები ფიქრობენ, რომ პოლიციამ მელია წინსწრებით გამოგონილი ბრალდებით დააკავა, რადგან დღევანდელ სხდომაზე მისთვის პატიმრობის შეფარდების შემდეგ მელიას დაკავება არ გართულებულიყო. ნიკა მელიას დაკავება წინ უძღვის იმ სხდომას რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს უნდა გაიმართოს. დროებითი საპარლამენტო საგამოძიებო სხომაზე არ გამოცხადებისა და გირაოს არ გადახდის გამო ნიკა მელიას დიდი ალბათობით, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდება.