მეორე დღეა პოლიტიკური შეფასებების თემაა საქართველოში ამერიკის საელჩოს მისამართით, "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის მიერ გამოქვეყნებული საპასუხო წერილი. ბიძინა ივანიშვილი ადასტურებს, რომ რობინ დანიგანთან შეხვედრაზე უარი თქვა. ივანიშვილი ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გადატვირთვაზე მზაობას გამოხატავს, თუმცა აცხადებს, რომ პირადი შანტაჟის ფონზე, სახელმწიფო საქმეებზე საუბარი არასწორად მიაჩნია. თავის მხრივ, ქართული ოცნების ხელისუფლების პირობებში ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის არ სჯერა ოპოზიციას. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ ივანიშვილი ქვეყნის ინტერესებზე წინ, ფულს აყენებს.