თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლის გადაწყვეტილებით "კოალიცია ცვლილებებისთვის" ლიდერის, ნიკა მელიას პროცესი გადაიდო. სხდომა ხვალ, 14 საათზე ჩატარდება. ოპოზიციონერი პოლიტიკოსის პროცესი დღეს უნდა გამართულიყო, თუმცა პროკურორების განცხადებით, ისინი დღევანდელ სხდომაზე დასწრებას ვერ შეძლებდნენ. საქმე ეხება პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე ნიკა მელიას გამოუცხადებლობას, რის გამოც მას 50 000 ლარიანი გირაო უკვე შეფარდებული აქვს. სასამართლოში სწორედ შეფარდებული აღკვეთი ღონისძიების პატიმრობით შეცვლის თაობაზე უნდა იმსჯელონ, რადგან ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გირაოს გადახდაზე უარს ამბობს. აპირებს თუ არა ნიკა მელიას პროცესზე დასწრებას?