თბილისის საქალაქო სასამართლოში გიორგი ბაჩიაშვილმა მიის დაკავების დეტალებმზე პირველად ისაუბრა. როგორც სასამათლო პროცესზე განაცხადა, ბიძინა ივანიშვილის დავალებით 24 მაისს გაიტაცეს, 2 დღე თვალებახვეული ატარეს და საქართველოში ძალის გამოყენებით ჩამოიყვანეს. ამ წუთებში პროცესი მტკვარი ჰესის საქმეზე მიმდინარეობს, სადაც „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი ხელმძღვანელისთვის დაუსწრებლად შეფარდებული პატიმრობა უნდა გადაისინჯოს. ეკა ლემონჯავას ვრთავთ თბილისის საქალაქო სასამართლოდან.