დიმიტრი პესკოვი - უკრაინას მოლაპარაკებების მომდევნო რაუნდის გამართვა 2 ივნისს, სტამბოლში შევთავაზეთ - Palitra News

დიმიტრი პესკოვი - უკრაინას მოლაპარაკებების მომდევნო რაუნდის გამართვა 2 ივნისს, სტამბოლში შევთავაზეთ

2025-05-29 15:14:25+04:00

უკრაინას მოლაპარაკებების მომდევნო რაუნდის გამართვა 2 ივნისს, სტამბოლში შევთავაზეთ, - ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა ბრიფინგზე განაცხადა.

„ჩვენ მეორე რაუნდის გამართვა ორშაბათს, 2 ივნისს, სტამბოლში შევთავაზეთ. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ჯერ პასუხი არ მიგვიღია“, - განაცხადა დიმიტრი პესკოვმა.

მისი თქმით, ახლა მთავარი რუსეთსა და უკრაინას შორის პირდაპირი მოლაპარაკებების გაგრძელებაა.

„გუშინ საგარეო საქმეთა მინისტრმა განცხადება გააკეთა, სადაც მოლაპარაკებების პროცესის გაგრძელების შესახებ ჩვენი წინადადება ნათლად იყო წარმოდგენილი“, - აღნიშნა პესკოვმა.

ცნობისთვის, გუშინ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელი, ვლადიმერ მედინსკი მზად არის 2 ივნისს, სტამბოლში უკრაინის დელეგაციას სამშვიდობო პროცესის შესახებ მემორანდუმი წარუდგინოს.