საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ზესტაფონის, ტყიბულისა და თერჯოლის მოსახლეობის 24 საათიანი წყალმომარაგებისთვის ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს განაგრძობს. პროექტების ფარგლებში მიმდინარე სამუშაოებს წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი დავით კვინიკაძე, მოადგილეებთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო. შენდება რეზერვუარები, ჭაბურღილები, წყალმომარაგების ქსელი. სამივე პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და ჯამური ღირებულება 44 მილიონ ლარზე მეტია.