გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი გაერო-ს განვითარების პროგრამის დელეგაციის წევრებს შეხვდა. მხარეებს შორის საუბარი შეეხო კლიმატის ცვლილების შერბილების, ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების, ნარჩენების მართვის, ადრეული გაფრთხილების სისტემების მიმართულებებით აქტიური თანამშრომლობის გაგრძელების საკითხებს. ყურადღება გამახვილდა მცირე და საშუალო მეწარმეობის მხარდაჭერაზეც.