საგამოძიებო სამსახურმა დიდი ოდენობით მიწის ნაკვეთების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთი პირი დააკავა. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, დანაშაულებრივ კავშირში მყოფ სხვა პირებთან ერთად, მიწის ნაკვეთის ყალბი მიღება-ჩაბარების აქტების გამოყენების გზით, მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა სახელმწიფოს კუთვნილ თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ სამ მიწის ნაკვეთს, რომლის საბაზრო ღირებულებაც 250 000 ლარს აღემატება. დანაშაული სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით ითვალისწინებს.