სირიის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები ოფიციალურად გაუქმებულია - გადაწყვეტილების ფარგლებში ევროკავშირმა სასანქციო სიებიდან 24 სირიული კომპანია და ორგანიზაცია ამოშალა, მათ შორის სირიის ცენტრალური ბანკი და კომპანიები, რომლებიც ეკონომიკის სტრატეგიულად მნიშვნელოვან სექტორებში საქმიანობენ. გაუქმებული სანქცია მედია ორგანიზაციებსა და ტელეარხებსაც ეხებოდა.ამავდროულად, ევროკავშირმა ძალაში დატოვა ბაშარ ასადის რეჟიმთან დაკავშირებული პირებისა და სტრუქტურების წინააღმდეგ სანქციები და მათი მოქმედება 2026 წლის 1 ივნისამდე გაახანგრძლივა.