სანქცირებული მაღალჩინოსნების გუნდიდან გაშვების სურვილი თუ ქართულ ოცნებაში არსებული პოლიტიკური კრიზისი?! - ასეთია მოსაზრებები, რომელიც შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტიდან, ვახტანგ გომელაურის გადადგომის ირგვლივ ოპოზიციურ სივრცეში გამოითქვა. ვახტანგ გომელაურმა თანამდებობა დღეს დატოვა. შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზე გომელაურის მუშაობას დადებითად აფასებენ მმართველ გუნდში. მთავრობის მეთაურმა ირაკლი კობახიძემ ახალი მინისტრი უკვე წარადგინა. შინაგან საქმეთა სამინისტროს გელა გელაძე უხელმძღვანელებს.