რა კონფიგურაცით ხვდება ქართული პოლიტიკური სივრცე თვითმმართველობის არჩევნებს?! - ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობის საკითხი ოპოზიციაში კვლავ უთანხმოებასა და აზრთა სხვადასხვაობას იწვევს. პარტია ,,გახარია-საქართველოსთვის’’ წევრები ადასტურებენ, რომ მუნიციპალურ არჩევნებში მონაწილეობისთვის ემზადებიან. საკითხზე დისკუსიისთვის ოპოზიციურ პარტიებს მოუწოდებს ძლიერი საქართველოს გუნდიც. ხელისუფლების ოპონენტების მეორე ნაწილისთვის, ქართული ოცნების პირობებში ნებისმიერ არჩევნებზე საუბარი აბსურდული და სადეპუტატო მანდატების ინტერესის გამართლებაა. მმართველი გუნდი საკუთარ გამარჯვებაში დარწმუნებულია. მათი თქმით, ოპონენტებს არჩევნებში მონაწილეობის რესურსი არ აქვთ. ვის რა პოზიცია აქვს ადგილობრივ არჩევნებთან დაკავშირებით?!