მიხეილ სარჯველაძე - ვახტანგ გომელაური დადებით შეფასებას იმსახურებს, რადგან შინაგან საქმეთა სამინისტრომ ძალიან მძიმე და რთულ ვითარებაში შეძლო უმძიმესი გამოწვევებისთვის თავი გაერთმია - Palitra News

მიხეილ სარჯველაძე - ვახტანგ გომელაური დადებით შეფასებას იმსახურებს, რადგან შინაგან საქმეთა სამინისტრომ ძალიან მძიმე და რთულ ვითარებაში შეძლო უმძიმესი გამოწვევებისთვის თავი გაერთმია

2025-05-28 15:30:22+04:00

სანქცირებული მაღალჩინოსნების გუნდიდან გაშვების სურვილი თუ ქართულ ოცნებაში არსებული პოლიტიკური კრიზისი?! - ასეთია მოსაზრებები, რომელიც შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტიდან, ვახტანგ გომელაურის გადადგომის ირგვლივ ოპოზიციურ სივრცეში გამოითქვა. ვახტანგ გომელაურმა თანამდებობა დღეს დატოვა. გომელაურს გადაწყვეტილების მიზეზებზე ვრცლად არ უსაუბრია, თუმცა გავრცელებულ მიმართვაში აღნიშნა, რომ ქვეყანაში არსებული მშვიდი ვითარების ფონზე, სახელმწიფო თანამდებობის დატოვება და ოჯახთან მეტი დროის გატარება გადაწყვიტა. შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზე გომელაურის მუშაობას დადებითად აფასებენ მმართველ გუნდში. როგორ განმარტავს წასვლის გადაწყვეტილებას გომელაური და რის მიხედვით შეარჩიეს გელაძის კანდიდატურა?!