BILD - გერმანია უკრაინას 2 500 კმ-მდე მანძილზე მოქმედი ფრთოსანი რაკეტების წარმოებაში დაეხმარება - Palitra News

BILD - გერმანია უკრაინას 2 500 კმ-მდე მანძილზე მოქმედი ფრთოსანი რაკეტების წარმოებაში დაეხმარება

2025-05-28 14:55:41+04:00

გერმანიის მთავრობა უკრაინის სამხედრო ინდუსტრიისთვის მილიონობით ევროს გამოყოფას გეგმავს 2 500 კილომეტრამდე მანძილზე მოქმედი ფრთოსანი რაკეტების დამოუკიდებელი შემუშავებისა და მასობრივი წარმოებისთვის, - ინფორმაციას BILD-ი საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით.

გამოცემის ცნობით, კიევი ამჟამად ასეთ რაკეტებზე კვლევას ატარებს და უკვე გამოიყენა რამდენიმე მათგანი რუსეთის ტერიტორიაზე, ფრონტის ხაზიდან 400 კილომეტრზე მეტ მანძილზე, დარტყმების მიზნით.

BILD-ის ცნობით, პრობლემა ის არის, რომ უკრაინაში იარაღის ქარხნები რუსული თავდასხმების მთავარ სამიზნეებს შორისაა, ამიტომ, გერმანია Iris-T-ის დამატებითი საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდებაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს და მიწოდების შესახებ გადაწყვეტილება, შესაძლოა, ოთხშაბათს მერცსა და ზელენსკის შორის შეხვედრაზე გამოცხადდეს.