გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, იოჰან ვადეფული ისრაელს, ღაზაში შექმნილი მდგომარეობის გამო, გარკვეული ზომებით ემუქრება - Palitra News

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, იოჰან ვადეფული ისრაელს, ღაზაში შექმნილი მდგომარეობის გამო, გარკვეული ზომებით ემუქრება

2025-05-28 09:38:38+04:00

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, იოჰან ვადეფული ისრაელს, ღაზაში შექმნილი მდგომარეობის გამო, გარკვეული ზომებით ემუქრება. მისი განცხადებით, ბერლინი არ განახორციელებს იარაღის ექსპორტს, რომელსაც ჰუმანიტარული სამართლის დარღვევისთვის იყენებენ. იოჰან ვადეფულმა ხაზი გაუსვა, რომ ისრაელის მიმართ გერმანიის ისტორიული მხარდაჭერის ინსტრუმენტალიზება არ უნდა მოხდეს. მისივე თქმით, საჰაერო დარტყმებმა და საკვებისა და მედიკამენტების დეფიციტმა ღაზაში არსებული ვითარება აუტანელი გახადა. როგორც ვადეფული აცხადებს, შემდგომი ნაბიჯების გადადგმაზე დაფიქრება საჭიროა. მანამდე, გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა ღაზაზე საჰაერო დარტყმები გააკრიტიკა და განაცხადა, რომ ის „ჰამასთან“ ბრძოლის აუცილებლობით აღარ არის გამართლებული და აღარ არის გასაგები.