რუსეთის საჰაერო თავდაცვის ძალებმა უკრაინის შეიარაღებული ძალების 33 დრონი ჩამოაგდეს, რომლებიც მოსკოვის მიმართულებით მიფრინავდნენ. რუსეთის დედაქალაქის მერის, სერგეი სობიანინის განცხადებით, განადგურებულია ოთხი დრონი, რომლებიც მოსკოვზე თავდასხმას ახორციელებდნენ. მისივე თქმით, წინასწარი ინფორმაციით, სერიოზული ზარალი ან მსხვერპლი არ დაფიქსირებულა. მედიის ინფორმაციით, უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ვნუკოვოს, დომოდედოვოს, შერემეტიევოს და ჟუკოვსკის აეროპორტებში თვითმფრინავების ჩაფრენასა და გამგზავრებაზე კვლავ დროებითი შეზღუდვები დაწესდა.