დაცული ტერიტორიების სააგენტოს ორგანიზებით, ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიებზე მედიის წარმომადგენლებისთვის მედიატური გაიმართა. ჟურნალისტებმა დეტალური ინფორმაცია მიიღეს ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების ისტორიის, ეკოსისტემების და ბუნებრივი ღირებულებების შესახებ. მედიატურის მონაწილე ჟურნალისტებს, საქართველოს უკიდურეს აღმოსავლეთში, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში მდებარე ვაშლოვანის ეროვნულ პარკში მოგზაურობის დროს, საშუალება ჰქონდათ ახლოდან დაკვირვებოდნენ ვაშლოვანის ეროვნული პარკის უნიკალურ ბინადრებს — ქურციკებს.